გიგი სულაკაური

პოეტი, პროზაიკოსი

გიგი სულაკაური დაიბადა 1953 წლის 16 ოქტომბერს, მწერალ არჩილ სულაკაურის ოჯახში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა ჟურნალ “მნათობში”. 2008 წელს იყო თბილისის საკრებულოს ლიტერატურული კონკურსის — “გალას” ჟიურის წევრი. გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია:
  • “ზოდიაქის ბორბალი” ლექსები (1985)
  • “კედელი” ლექსები (1988)
  • “ხეები, ბიჭი და სხვ…” ლექსები (1995)
  • “მე და ჩემი ლიზა” მოთხრობები (2004)
  • “თამაში რევოლვერით” მოთხრობები, ესე (2008)
  • “საგნები თოვლში” (1982)
  • “ქუჩის ბიჭების გასაგონად” ლექსები (2000)
  • “ხეტიალი” ლექსები (2011)
ჯილდოები და პრემიები:
  • ლიტერატურული პრემია “საბა” ნომინაციაში: “წლის საუკეთესო პროზაული კრებული” მოთხრობების კრებულისთვის “თამაში რევოლვერით” (2009)