გელა ჩქვანავა

პროზაიკოსი

გელა ჩქვანავა დაიბადა 1967 წელს სოხუმში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ამჟამად ცხოვრობს თბილისში. 2002 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქართულ პერიოდულ პრესაში.

ბიბლიოგრაფია
  • “კოლორიტები” მოთხრობების კრებული (2004)
  • “ტორეადორები” რომანი (2006)
  • “დაუმთავრებელი ამბავი” მოთხრობების კრებული (2008)
  • “ჭიანჭველები”, მოთხრობების კრებული (2011)
  • “სოდგარენელი შ” მოთხრობების კრებული (2011)
  • “ასე” რომანი (2012)
  • “მანუჩარის დიდი გასეირნება” რომანი (2012)
ჯილდოები და პრემიები
  • პირველი ადგილი გამომცემლობა “დიოგენეს” პირველ კონკურსში “Pen-მარათონი 2002” (2002)
  • მესამე ადგილი ლიტერატურულ ასოციაცია “კვალის” კონკურსში (2002)
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, მოთხრობების კრებულისთვის “კოლორიტები” (2005)
  • გიორგი შარვაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემია (2006)