ბექა ქურხული

პროზაიკოსი

დაიბადა 1974 წელს, ქალაქ თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის I ექსპერიმენტული სკოლა. 1991-1996 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, დრამის ხელოვნების ფაკულტეტზე (თამაზ ჭილაძის სახელოსნო). 1991 წლიდან, მისი ნაწარმოებები იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში.

1999-2004 წლებში იყო “დილის გაზეთის” რეპორტიორი, საქართველოსა და კავკასიის კონფლიქტურ რეგიონებში. 2006 წელს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დაიცვა დისერტაცია თემაზე “მოლაშქრეობა-მეკობრეობა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში”. მისი პირველი ნოველები დაიბეჭდა 1991 წელს გაზეთ “მამულში”. ამის შემდეგ მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში: “ალტერნატივა”, “არილი”, “ჩვენი მწერლობა”, “წიგნები” (გაზეთი “24 საათი”), “პარნასი”, “ლიტერატურული პალიტრა”, “ლიტერატურული გაზეთი”.

ბიბლიოგრაფია
  • “წერტილი… დაკარგული ტერიტორიის დაკარგული ადამიანები” (2004)
  • “სახლი სხვაგან” პროზაული კრებული (2005)
  • “შეხვედრა მას შემდეგ” მოთხრობების კრებული (2010)
  • “ორი მთვარის ამბავი” რომანი (2012)