ბესო ხვედელიძე

პროზაიკოსი, პოეტი, ჟურნალისტი

ბესო ხვედელიძე დაიბადა 1972 წლის 18 დეკემბერს, თბილისში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს. 2003 წლიდან დღემდე მუშაობს ჟურნალ “ალმანახი”-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. ასევე არის ლიტერატურული ალმანახის “ახალი თარგმანები”-ს მთავარი რედაქტორი. მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრის სამსახურში სამხედრო კორესპონდენტად, შემდეგ პირველ რადიოში მუსიკალურ წამყვანად. მისი შემოქმედება დღესდღეობით იბეჭდება მრავალ ჟურნალსა და ალმანახში.

ბიბლიოგრაფია:
  • “მინდვრის ყვავილები” (2000)
  • “მედლის იქითა მხარე” ლექსების კრებული (2001)
  • “ჯადო” მოთხრობების კრებული (2002)
  • “ლბილი სევდის დედა” კინოპოემა (2004)
  • “ძაღლური ცხოვრება” მოთხრობების კრებული (2004)
  • “იხვის ტოლმა” (მაკა მიქელაძის თანაავტორობით) (2005)
  • “უზარმაზარი ბაზარი” რომანი (2006)
  • “ესტაფეტა” (2007)
  • “თაგვის გემო” მოთხრობების კრებული (2009)
  • “წითელი” მოთხრობების კრებული (2012)
  • “თამრო” მოთხრობების კრებული (2013)
თარგმანები:
  • “ფერფლის გემო”, გერმანულ ენაზე, მთარგმნელები: ანასტასია და ლუკა კამარაულები, გამომცემლობა Leipziger Literaturverlag (2013)
ჯილდოები და პრიზები:
  • “პენ-მარათონი 2002”, სპეციალური პრიზი გენერალური სპონსორისგან (2002)
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, საუკეთესო მოთხრობების კრებულისთვის “ჯადო” (2003)
  • ახალგაზრდა ხელოვანთა კონკურსი “წინანდალი”, პროზის ნომინაციაში (2003)
  • “პენ-მარათონი 2004”, საუკეთესო მოთხრობისთვის (ლაურეატი) (2004)
  • ლიტერატურული კონკურსი “წერო” (ლაურეატი) (2007)
  • რუსული ლიტერატურული ჟურნალი “ოქტიაბრი”, წლის საუკეთესო მოთხრობისთვის (პრემია) (2009)
  • საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსი “ლიტერატურული ხიდები” (აზერბაიჯანი) (ლაურეატი) (2010)
  • ლიტერატურული პრემია “ლიტ-სახელები” (ლაურეატი) (2010)
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, წლის საუკეთესო პროზაული კრებულისთვის “წითელი” (2012)