ბაჩო კვირტია

პროზაიკოსი, დრამატურგი, სცენარისტი

ბაჩო კვირტია დაიბადა 1974 წელს. 1996 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დრამატურგიის ხელოვნების ფაკულტეტი (თამაზ ჭილაძის სახელოსნო). 1994 წლიდან დღემდე იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში (“ლიტერატურული საქართველო”, “მნათობი”, “კარი”, “არილი”, “პარნასი”, “24 საათი”, “ლიტერატურული პალიტრა”, “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”, “ფოკუსი”, “ცხელი შოკოლადი”, “ქართული მწერლობა”). 2008 წელს “რადიო 106”-ის ეთერში განხორციელდა მისი პიესის “შებინდებიდან გათენებამდე” – რადიოსპექტაკლის პრემიერა. 1994 წლიდან 2004 წლის ჩათვლით მონაწილეობდა ახალგაზრდა დრამატურგთა ყოველწლიურ სემინარებში. 2003 წლიდან 2010 წლის ჩათვლით, მონაწილეობა მიიღო ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში “Pen-მარათონი”. 2011-2012 წლებში მონაწილეობა მიიღო ლონდონის Royal Court Theatre-ს, საქართველოში ბრიტანეთის საბჭოსა და მ.თუმანიშვილის ფონდის ორგანიზებით განხორციელებულ 2-წლიან პროექტში “New Writing Workshop”.

წიგნები
  • “მატარებლის მოსვლამდე” პროზაული კრებული (2007)
  • პროზაული კრებული “მძინარე ციკლოპის ძახილი” (2007, 2011)
  • პროზაული კრებული “ტასმანიური ვეფხვი” (2013)
ჯილდოები და პრემიები
  • პირველი პრემია ლიტერატურულ კონკურსზე “Pen-მარათონი” (2007)
  • პირველი პრემია ლიტერატურულ კონკურსზე “წერო” (2007)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” (ნომინაციაში “საუკეთესო დებიუტი”, პროზაული კრებულისთვის “მატარებლის მოსვლამდე”) (2008)
  • გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული პრემია “ალავერდი” (ნომინაციაში “საუკეთესო მოთხრობა”) (2011)
  • გამარჯვებული ნომინაციაში “საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს რჩეული”, ლიტერატურულ კონკურსზე “წერო” (2013)