ბასა ჯანიკაშვილი

პროზაიკოსი, დრამატურგი

ბასა ჯანიკაშვილი დაიბადა 1974 წლის 24 მაისს, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი, დრამატურგის ხელოვნების ფაკულტეტი. 1996 წლიდან მისი ლექსები, მოთხრობები და პიესები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. 1999 წელს საქართველოს პირველმა არხმა დადგა მისი რადიო პიესა “კაკაბაძეებში”. 2001 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაიდგა პიესა “თითით საჩვენებელი”. 2002 წელს შოტლანდიაში, ედინბურგის ტრავერსის თეატრში შედგა “თითით საჩვენებელის” ლიტერატურული კითხვა. ამავე წელს, სარდაფის თეატრში დაიდგა ფრანგი დრამატურგების ჟან-ჟაკ ბრიკერისა და მორის ლასეგის “ინსტინქტს”, რომლის თარგმანი ეკუთვნის ბასა ჯანიკაშვილს. 2003 წლის გაზაფხულზე საქართველოს რადიოს პირველ არხზე დაიდგა რადიო პიესა “თითით საჩვენებელი”. 2003 წლის მაისში, რუსეთში, თეატრ DOC-ში და სანქტ პეტერბურგში, ფესტივალ “ბალტიური სახლის” ფარგლებში, შედგა პიესა “მეზობლების” ლიტერატურული კითხვა. ამავე წლის სექტემბერში მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში, ფესტივალზე “ახალი დრამა”, პიესა “მეზობლები” წარდგენილი იყო საერთაშორისო პროგრამაში. 2003 წელს თავისუფალ თეატრში დაიდგა პიესა “მეზობლები”.

ბიბლიოგრაფია
  • “კოღო” მოთხრობები, პიესები (1999)
  • “ოცნებით კაიროში” რომანი (2004)
  • “სანამ ერთმანეთს გავიცნობდით” პიესები (2005)
  • “სულიკო”, კომედია 2 მოქმედებად (2008)
  • “აბსურდისტანი” რომანი (2009)
  • “დიქტატურა” რადიოპიესა ერთ მოქმედებად (2009)
  • “ომობანა” პიესა-რომანი (2010)
ჯილდოები და პრემიები
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, საუკეთესო პიესების კრებულისთვის “სანამ ერთმანეთს გავიცნობდით” (2006)