ბათუ დანელია

პოეტი, მთარგმნელი

ბათუ დანელია დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს, აბაშის რაიონის სოფელ ზანათში. 1987 წელს დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი.

პოეტური კრებულები:
  • “მთვარის დღესასწაული”
  • “გადასახედი”
  • “მარტოობის ზამთარი”
  • “მოგესალმებით არსაიდან”
  • “ტიხარი”
  • “წყნარი ქუჩა”
  • “ქალაქი ფრთებქვეშ”

გამოცემული აქვს იოსიფ ბროდსკის, ბორის პასტერნაკის ლექსების ქართული თარგმანები.

ჯილდოები და პრემიები:
  • ღირსების ორდენი, ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული (2009)