ანა კორძაია-სამადაშვილი

პროზაიკოსი და მთარგმნელი

დაიბადა 1968 წელს. ის მოღვაწეობს, როგორც მთარგმნელი და ჟურნალისტი. ამასთანავე, ილია ჭავჭავაძის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურას და წერის ოსტატობას ასწავლის. მისი რომანები და მოთხრობები მოგვითხრობს ქალების და მამაკაცების, სიყვარულის და სიძულვილის, სექსის და იმედგაცრუების შესახებ, რასაც მცირეოდენი ირონია ახლავს თან. ანა კორძაია რამდენიმე ლიტერატურული პრემიის მფლობელია. მათ შორისაა ლიტერატურული პრემია “საბა”, რომელიც მას ფსევდონიმით გამოცემული წიგნისთვის “ბერიკაობა”, საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში მიენიჭა. სხვადასხვა დროს მას ნათარგმნი აქვს კორნელია ფუნკეს და ელფრიდე იელინეკის ნაწარმოებები. საგულისხმოა, რომ მის მიერ ნათარგმნი ელფრიდე იელინეკის რომანის “საყვარლები” თარგმანისთვის მას გოეთეს ინსტიტუტის სპეციალური პრიზით მიენიჭა.

ბიბლიოგრაფია:
  • ბერიკაობა (2004)
  • მე, მარგარიტა: მოთხრობები (2005)
  • ქურდების მბრძანებელი (2010)
  • შუშანიკის შვილები: ერთი რომანის სცენარი (2011)
  • ვინ მოკლა ჩაიკა: რომანი (2013)
თარგმანები:
  • მე, მარგარიტა: მოთხრობები, გერმანულ ენაზე, მთარგმნელი: სიბილე ჰაიცე, გამომცემლობა Hans Schiler (2013)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში, წიგნისთვის “ბერიკაობა” (2005)
  • გოეთეს ინსტიტუტის ჯილდო, საუკეთესო თარგმანისათვის (2013)